მულტისავალუტო ანგარიში:
- – თუ ტრანზაქცია სრულდება საბარათე ანგარიშის რომელიმე ვალუტაში (GEL, USD, EUR) და ტრანზაქციის დამუშავებისას ამ ვალუტაში არის საკმარისი ნაშთი, თანხა ჩამოიჭრება შესაბამისი ვალუტის ანგარიშიდან.
- – თუ ტრანზაქცია სრულდება საბარათე ანგარიშის რომელიმე ვალუტაში (GEL, USD, EUR) და ტრანზაქციის დამუშავებისას ამ ვალუტაში არ არის საკმარისი ნაშთი, ნაშთის შესავსებად თანხა დაკონვერტირდება ვალუტების პრიორიტეტულობის მიხედვით, კონვერტაციის დღეს ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით.
- – თუ ტრანზაქცია სრულდება საბარათე ანგარიშის ვალუტებისგან (GEL, USD, EUR) განსხვავებულ ვალუტაში, ტრანზაქციის შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდება აშშ დოლარში და ოპერაციის თანხა ჩამოიჭრება აშშ დოლარის ანგარიშიდან. ტრანზაქციის ვალუტის აშშ დოლართან კონვერტაცია ხდება VISA საერთაშორისო სისტემის კურსით და ემატება საკომისიო დასაკონვერტირებელი თანხის 2%-ის ოდენობით.
მონოვალუტური ანგარიში:
- – თუ ტრანზაქცია სრულდება ანგარიშის ვალუტაში, ანგარიშზე თანხა ჩამოიჭრება კონვერტაციის გარეშე.
- – თუ ტრანზაქცია სრულდება GEL ან USD-ში და ეს ვალუტა არ ემთხვევა საბარათე ანგარიშის ვალუტას, თანხა ჩამოიჭრება კონვერტაციის დღეს ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით.
- – თუ ტრანზაქცია სრულდება GEL, USD ვალუტებისგან განსხვავებულ ვალუტაში, ტრანზაქციის შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდება აშშ დოლარში VISA საერთაშორისო სისტემის კურსით და ემატება საკომისიო დასაკონვერტირებელი თანხის 2%-ის ოდენობით. ანგარიშზე ოპერაციის თანხა ჩამოიჭრება ანგარიშის ვალუტის შესაბამისად. GEL ვალუტის ანგარიშებიდან კონვერტაცია განხორციელდება ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით.
ვინაიდან ოპერაციის შესრულების და ტრანზაქციის დამუშავების თარიღები განსხვავდება, შესაძლოა VISA საერთაშორისო სისტემის კურსი ოპერაციის შესრულების და ტრანზაქციის დამუშავების დროს განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.*
ბანკის კომერციული კურსების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე:
VISA საერთაშორისო სისტემის გაცვლითი კურსების ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:
https://usa.visa.com/support/consumer/travel-support/exchange-rate-calculator.html
ოპერაციის დამუშავების დროს კონვერტაციისას საკრედიტო ლიმიტის გამოყენება ხდება მხოლოდ ანგარიშზე დადებითი ნაშთის ამოწურვის შემდეგ.
მაგალითი № 1
ანგარიშზე განთავსებულია 30 ლარი, 20 აშშ დოლარი და 10 ევრო ამავე პრიორიტეტული თანმიმდევრობით, ჩართულია 100 ლარიანი ოვერდრაფტი და ტრანზაქცია შესრულდა მაგალითად 50 აშშ დოლარის ოდენობით.
აღნიშნული თანხის ჩამოჭრა მოხდება დოლარის ანგარიშიდან, დარჩენილი 30 აშშ დოლარი დაკონვერტირდება დოლარის ანგარიშზე ლარის ანგარიშიდან ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით.
თუ ლარის ანგარიშზე არსებული ნაშთი არ იქნება საკმარისი 30 აშშ დოლარის შესავსებად, დარჩენილი თანხის კონვერტაცია მოხდება ევროს ანგარიშიდან და მხოლოდ დადებითი ნაშთის ამოწურვის შემდეგ მოხდება ოვერდრაფტის თანხის გამოყენება.
მაგალითი № 2
ანგარიშზე განთავსებულია 30 ლარი, 20 აშშ დოლარი და 10 ევრო ამავე პრიორიტეტული თანმიმდევრობით და ტრანზაქცია შესრულდა მაგალითად 50 თურქული ლირას ოდენობით.
რადგან ტრანზაქცია შესრულებულია ლარი, დოლარი, ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში, ტრანზაქციის ანგარიშსწორების ვალუტა იქნება აშშ დოლარი, შესაბამისად, ოპერაციის თანხა 50 ლირას ექვივალენტი დოლარში ჩამოიჭრება აშშ დოლარის ანგარიშიდან დათვლილი VISA საერთაშორისო სისტემის კურსით და დაემატება საკომისიო დასაკონვერტირებელი თანხის 2%-ის ოდენობით. აშშ დოლარის ანგარიშზე არასაკმარისი ნაშთის შემთხვევაში თანხის შეგროვება დაიწყება პრიორიტეტული ვალუტის მიხედვით, ხოლო ანგარიშებს შორის კონვერტაცია განხორციელდება ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით.
მაგალითი № 3
თუ ანგარიში გახსნილია მხოლოდ ლარის ვალუტაში, ტრანზაქცია შესრულდა მაგალითად 20 აშშ დოლარის ოდენობით, ამ ტრანზაქციის ანგარიშსწორება ხდება აშშ დოლარში, მაგრამ რადგან კლიენტის ანგარიში გახსნილია მხოლოდ ლარში, ოპერაცია აისახება ლარის ანგარიშზე ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით.
მაგალითი № 4
თუ ანგარიში გახსნილია მხოლოდ ლარის ვალუტაში, ტრანზაქცია შესრულდა მაგალითად 20 თურქული ლირას ოდენობით, ამ ტრანზაქციის ანგარიშსწორება ხდება აშშ დოლარში. ტრანზაქციის ვალუტის აშშ დოლართან კონვერტაცია ხდება VISA საერთაშორისო სისტემის კურსით და ემატება საკომისიო დასაკონვერტირებელი თანხის 2%-ის ოდენობით, ხოლო ოპერაციის თანხის კონვერტაცია ლარის ანგარიშიდან განხორციელდება ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით.