SMS ბანკი
SMS ბანკით შეძლებ მყისიერად მიიღო ინფორმაცია შენს ანგარიშებზე თანხის შემოსვლის ან გასავლის შესახებ. გარდა ამისა, შეგიძლია მარტივი საბანკო ოპერაციებიც შეასრულო.
ჩვენ სამი სახის SMS ბანკს გთავაზობთ:
- – თუ მხოლოდ ბარათის დაბლოკვისთვის გინდა ამ მომსახურების გამოყენება, შეგიძლია მინიმალური SMS ბანკით ისარგებლო.
- – თუ გსურს მიიღო შეტყობინებები თანხების შემოსვლასა და გასვლაზე, საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვებზე და ბარათით გადახდებზე, სრულ პასიურ SMS ბანკზე შეაჩერე არჩევანი.
- – თუ ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებთან ერთად გსურს SMS-ის საშუალებით შეამოწმო ნაშთი ანგარიშებზე, ნახო ვალუტის ოფიციალური და კომერციული კურსები ან შეავსო მობილური ტელეფონის ბალანსი, ამის შესაძლებლობას სრული აქტიური SMS ბანკი მოგცემს.
SMS ბანკის აქტივაცია უფასოა.