სიახლეები

სილქ ბანკის აქტივები 2023 წელს თითქმის გაორმაგდა

July 22, 2024

სილქ ბანკმა 2023 წლის შედეგები გამოაცხადა. 2023 წლის განმავლობაში  მთლიანი აქტივები 90.4%-ით გაიზარდა და 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 167.1 მლნ ლარი შეადგინა.  გარდა ამისა, კლიენტთა მთლიანი დეპოზიტები და ნაშთები 2023 წელს გაიზარდა 593%-ით და 2023 წლის 31 დეკემბრისთვის 98.6 მლნ ლარს მიაღწია. განსაკუთრებით აღსანიშნავია საცალო კლიენტების დეპოზიტების მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც 2023 წლის ბოლოსთვის 29.5 მლნ ლარამდე გაიზარდა 2022 წლის ბოლოსათვის არსებული 4.3 მლნ ლარიდან.

წმინდა სესხები/მთლიანი დეპოზიტების კოეფიციენტი 2023 წლის 31 დეკემბრისთვის 47.1%-ს შეადგენდა, რაც მიუთითებს იმას, რომ ბანკს გააჩნია საკმაო სივრცე საკრედიტო საქმიანობის სამომავლო ზრდისთვის. ბანკის მთლიანი ვალდებულებები 2023 წელს 251%-ით გაიზარდა და 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 108 მლნ ლარი შეადგინა.

2023 წელს სილქ ბანკის მოქმედმა აქციონერებმა ბანკის კაპიტალში 9.8 მილიონი ლარი შეიტანეს, რითაც აჩვენეს თავიანთი ერთგულება და მხარდაჭერა სილქ ბანკის სტრატეგიული გეგმის მიმართ, რაც ბანკის გაციფრულებას და კონკურენტუნარიანობის ზრდას მოიცავს. კაპიტალის ზრდა გააძლიერებს ბანკის ფინანსურ შესაძლებლობებს და  ხელს შეუწყობს მის ტრანსფორმაციას.

2023 წლის დეკემბერში „გაათანაბრე“ პროგრამის შემოღება მნიშვნელოვანი ეტაპი იყო სილქ ბანკისთვის. SOCAR Gas Georgia-სთან თანამშრომლობით შემუშავებული „გაათანაბრე“ შეცვლის იმას თუ როგორ მართავენ მომხმარებლები ბუნებრივი გაზის ხარჯებს. პროგრამას აქვს ფიქსირებული ყოველთვიური გადახდის გეგმა, რომელიც ეფუძნება ბუნებრივი გაზის ინდივიდუალურ გამოყენებას, გამჭვირვალე გადასახადებს, რაც წლიური შეჯერების პროცესისას ბილინგის სიზუსტეს უზურნველყოფს. საპილოტე პროგრამა წარმატებით განხორციელდა საქართველოს რამდენიმე ქალაქში კერძოდ ქუთაისში, რუსთავში და მცხეთაში და სილქ ბანკი გეგმავს მის გაფართოებას SOCAR Gas Georgia-ს მთელ დაფარვის ზონაში 2024 წლის ბოლომდე.

„სილქ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა ოპტიმიზმი გამოთქვა ბანკის პროგრესთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ახლად დაწყებული „გაათანაბრეს“ პროგრამის წარმატებას. “ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ მოთხოვნას ამ პროდუქტზე ჩვენი მომხმარებლების მხრიდან, კლიენტების რაოდენობამ მიაღწია დაახლოებით 400-ს 2024 წლის იანვარში. ეს ადასტურებს, რომ ჩვენ ვპასუხობთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს პროდუქტის დიზაინისა და მომხმარებლის კმაყოფილების ინოვაციური მიდგომით.”

ბ-ნმა ხოროშვილმა ასევე დააანონსა საინტერესო გეგმები, მათ შორის განახლებული ციფრული პლატფორმის გაშვება 2024 წლის პირველი კვარტლის ბოლოს. ეს პლატფორმა მისცემს სილქ ბანკს შესაძლებლობას კლიენტებს შესთავაზოს ახალი საცალო პროდუქტები, გააფართოოს თავისი შეთავაზებები მომხმარებელთა ნიშურ სეგმენტებზე.

მეტი ინფორმაცის სანახავად დააჭირეთ ლინკს