Silk Bank | საზოგადოებრივი ტრანსპორტი
ჯერ კიდევ არ გაქვს Silk Pro Max ნაკრები ან მერე ბარათი?
1-ელი ნოემბრიდან გაიაქტიურე Silk Pro Max ნაკრები ან აიღე Silk Bank-ის მერე ბარათი და ისარგებლე 100%-იანი ქეშბექით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. ქეშბექი მოქმედებს ნაკრების გააქტიურებიდან / მერე ბარათის აღებიდან 30 დღის განმავლობაში.
Silk Pro Max ნაკრები
თუ ნაკრების გააქტიურებიდან 30 დღის განმავლობაში Silk Bank-ის სადებეტო ბარათით ჯამურად მინიმუმ 500 ლარს გახარჯავ (ონლაინ და POS ტერმინალზე გადახდებით), 100%-იანი ქეშბექით ისარგებლებ დამატებით შემდეგი 30 დღის განმავლობაშიც.
მერე ბარათი
თუ მერე ბარათის აღებიდან 30 დღის განმავლობაში მერე-ს საკრედიტო ლიმიტიდან ჯამურად მინიმუმ 500 ლარს გახარჯავ, 100%-იანი ქეშბექით ისარგებლებ დამატებით შემდეგი 30 დღის განმავლობაშიც.
უკვე გაქვს Silk Pro Max ან Silk ID ნაკრები?
1-30 ნოემბერს ისარგებლე 100%-იანი ქეშბექით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. თუ 30 ნოემბრის ჩათვლით სადებეტო ბარათით ჯამურად მინიმუმ 500 ლარს გახარჯავ (ონლაინ და POS ტერმინალზე გადახდებით), 100%-იანი ქეშბექით დამატებით შემდეგი 30 დღის განმავლობაშიც ისარგებლებ.
როგორ მუშაობს?
ახალი მერე ბარათის მფლობელები 100%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ მერე ბარათით გადახდისას, Silk Pro Max ნაკრების მფლობელები კი Silk Bank-ის ნებისმიერი სადებეტო ბარათით გადახდისას. ქეშბექი მოქმედებს როგორც ფიზიკური, ისე ციფრული ბარათით (Apple Pay / Google Pay) გადახდისას.
დამატებითი პირობები:
- შეთავაზება არ მოქმედებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობისას;
- შეგიძლია ისარგებლო ერთი ან ერთდროულად ორივე შეთავაზებით;
- 1 თვე მოიცავს 30 კალენდარულ დღეს;
- 500 ლარი შეგიძლია გახარჯო ერთჯერადად ან ჯამურად 30 დღის განმავლობაში;
- ბანკი იტოვებს უფლებას, გააუქმოს დამატებითი 30 დღის ქეშბექი, თუ 500 ლარიდან რომელიმე ტრანზაქცია რაიმე მიზეზით გაუქმდა;
- შეთავაზება ითვალისწინებს მხოლოდ ონლაინ ან POS ტერმინალზე გადახდებს და არ ითვალისწინებს ანგარიშებს შორის ან ბარათზე გადარიცხვებს;
- შეთავაზება ვრცელდება სხვა მიმდინარე შეთავაზებებთან ერთად.