უსაფრთხოების პოლიტიკა
სს „სილქ ბანკი“ (შემდგომში „ბანკი“, „ჩვენ“) იღებს ვალდებულებას, დაიცვას თქვენი კონფიდენციალობა და პერსონალური მონაცემები. წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით (შემდგომში „პოლიტიკა“) განისაზღვრება თუ როგორ ზრუნავს ბანკი თქვენს მონაცემებზე და რა პრინციპებით ხელმძღვანელობს მათი დამუშავებისას. პოლიტიკით თქვენ შეიტყობთ მონაცემთა დაცვის უფლებების და მათი რეალიზაციის თაობაზეც.
ჩვენ გპირდებით, რომ ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე; არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად; და თქვენი სურვილის შემთხვევაში მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
- ვინ ვართ ჩვენ
სს „სილქ ბანკი“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია, ლიცენზირებული კომერციული ბანკია, რომელიც შეიძლება მოქმედებდეს როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი. კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდია:201955027; იურიდიული მისამართი: ზაარბრუკენის მოედანი 2, თბილისი, საქართველო.
მეტი ინფორმაცია ჩვენს შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: www.silkbank.ge. ჩვენთან დასაკავშირებლად კი შეგიძლიათ გაეცნოთ სექციას „როგორ დაგვიკავშირდეთ“.
- რა მონაცემებს ვამუშავებთ
ინფორმაცია, რომელსაც ვამუშავებთ შესაძლოა მოიცავდეს: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაციას (მაგ. სახელი, გვარი, ხელმოწერები, ბიომეტრიული მონაცემები, დაბადების თარიღი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, საკონტაქტო მონაცემები, მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, მისამართი/ საცხოვრებელი ადგილი, სქესი); ფინანსურ დეტალებს (მაგ. საბანკო ანგარიშის დეტალები, საკრედიტო/სადებეტო ბარათის დეტალები, ფინანსური საქმიანობის ისტორია, შემოსავლ(ებ)ის დეტალები და მასთან დაკავშირებული ისტორია, ასევე, საკრედიტო ისტორია, კრედიტუნარიანობა, სესხების შესახებ ინფორმაცია და ვადაგადაცილებები. ასევე, სოციო-დემოგრაფიული ინფორმაცია, როგორიცაა დასაქმების/პროფესიის შესახებ, დამსაქმებლის სახელწოდება და მისამართი, განათლების შესახებ, მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია, სახელფასო ცნობა); ტრანზაქციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას (მაგ. საბანკო ანგარიშის ნომერი; ანგარიშებზე განხორციელებული შემოსავალი/გასავალი; თქვენი ანგარიშებიდან განხორციელებული გადახდები/გადარიცხვები; როდის და სად განხორციელდა აღნიშნული ტრანზაქციები); საკომუნიკაციო ინფორმაციას (მაგ. ინფორმაცია თქვენზე, რომელსაც ბანკი მოიპოვებს როგორც მატერიალური ფორმის ასევე ელექტრონული წერილებიდან, სატელეფონო და სხვა სახის საკომუნიკაციო არხებიდან); ინფორმაციას, რომელსაც თქვენ გვაწვდით მესამე პირების შესახებ ან მესამე პირებს აწვდით თქვენს შესახებ (მაგ. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია სხვა პირ(ებ)ის შესახებ როგორიცაა, მონაცემები მეუღლის, პოტენციური თანამსესხებლის ან თავდების შესახებ ერთობლივი განაცხადის წარმოსადგენად, ან თუ სხვა პირი მოგვაწვდის ინფორმაციას თქვენზე).
მესამე პირისგან მიღებული ინფორმაცია – ჩვენ გვაქვს უფლება, თქვენი პერსონალური მონაცემები გამოვითხოვოთ და მივიღოთ მესამე პირებისგან, როგორიცაა მაგ., საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ან/და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან. ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვა ხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში, თქვენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე.
- როგორ, რა მიზნით და საფუძვლებით მუშავდება თქვენი მონაცემები
თქვენი თანხმობით, თქვენთვის მომსახურების გაწევის/თქვენი განაცხადის განხილვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ან/და ბანკის კანონიერი ინტერესების დასაცავად ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ გახსნათ საბანკო ანგარიში, მოგეწოდოთ საბანკო მომსახურება, მარტივად და შეუფერხებლად ისარგებლოთ სხვადასხვა სერვისებით და დავაკმაყოფილოთ თქვენი საჭიროებები, ასევე, სტატისტიკური ანალიზისა და ბიზნესის კვლევისთვის მხოლოდ აგრეგირებული ან დეპერსონალიზებული ფორმით.
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენ მონაცემთა დაცვის უფლებებს და შესაბამისად, პერსონალური მონაცემები:
- მუშავდება კანონიერად, სამართლიანად და თქვენთვის გამჭვირვალედ;
- გროვდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის და ამ მიზნების შესაბამისად;
- მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, არის თანაზომიერი იმ მიზნებისთვის, რომელთათვისაც მუშავდება;
- არის ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, ხდება მათი განახლება;
- ინახება ასეთი მონაცემთა დამუშავების მიზნებისთვის საჭირო ვადის განმავლობაში (რეალური საჭიროებიდან ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)იდან გამომდინარე).
თქვენი მონაცემების შეგროვება/დამუშავება შესაძლოა მოხდეს თქვენ მიერ მისი მოწოდებით და შემდეგ შემთხვევებში:
- როდესაც ხდებით ჩვენი კლიენტი/მომხმარებელი;
- რეგისტრირდებით ჩვენს ონლაინ პლატფორმებზე/იღებთ ონლაინ სერვისებს;
- როდესაც იყენებთ ჩვენ პროდუქტებსა თუ მომსახურებებს;
- სატელეფონო კომუნიკაციისას ან ფილიალში ვიზიტისას;
- იყენებთ ჩვენს ვებგვერდს, მობილურ აპლიკაციას და ონლაინ საკონსულტაციო ფუნქციონალს (ონლაინ ჩათს);
- გვიგზავნით წერილებს ფოსტით ან ელ. ფოსტით;
- ახორციელებთ საბანკო ტრანზაქციებს;
- სარგებლობთ ღია ბანკინგის მომსახურებით;
- სარგებლობთ საბანკო ან ბანკთან დაკავშირებული მომსახურებით;
- თქვენი მონაცემები შესაძლოა ასევე შევაგროვოთ ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა სსიპ შემოსავლების სამსახური, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ები) და სხვა ფინანსური ინსტიტუტები თუ ორგანიზაციები.
თქვენი მონაცემები შეიძლება დამუშავდეს იმ მიზნით, რომ:
- მოგაწოდოთ საბანკო მომსახურება და პროდუქტები.
- ვმართოთ თქვენთან ურთიერთობა.
- მოგცეთ პროდუქტების/სერვისების გამოყენების შესაძლებლობა.
- დამუშავდეს ან შესრულდეს ტრანზაქციები.
- პროდუქტზე/სერვისზე ნებისმიერი განაცხადის/მოთხოვნის წარსადგენად და მის დასამუშავებლად, ასევე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად;
- შესრულდეს ისეთი აქტივობები, როგორიცაა მონაცემთა ანალიზი, აუდიტი, მომსახურების ეფექტურობის დასადგენად და პროდუქტების გასაუმჯობესებლად მათი გამოყენების ტენდენციების განსაზღვრა.
- განხორციელდეს გადამხდელუნარიანობის ანალიზი, ნებისმიერი ანგარიშის, საკრედიტო ქულების, საკრედიტო ინფორმაციის მიღება, ფინანსური მდგომარეობის შეფასება, თაღლითობის ფაქტის დადგენა და მოკვლევა, მისი ალბათობის დადგენა, ინსპექტირება და ა.შ. მათ შორის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების მეშვეობით.
- გამოიყენოთ ჩვენი ვებგვერდი, პლატფორმები და ისარგებლოთ ონლაინ მომსახურებებით (მობილური ან ვებ აპლიკაციების ჩათვლით) ასევე, ეწვიოთ ჩვენ ფილიალებს ან ოფისებს.
- მოხდეს თქვენთან დაკავშირება ან თქვენი ადგილსამყოფელის დადგენა.
- უსაფრთხოების, ბიზნესის უწყვეტობისა და რისკის მართვისთვის.
- მოხდეს პროდუქტის შემუშავება და დაგეგმვის, აუდიტისა და ადმინისტრაციული მიზნებისათვის.
- გაუმჯობესდეს მოხმარებისა და მომხმარებლის გამოცდილება.
- გაცნობოთ ჩვენს პროდუქტებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის, პირობების, წესებისა და წესების ცვლილებების ან/და სხვა ადმინისტრაციული ინფორმაციის შესახებ; ასევე, რომ შესრულდეს ხელშეკრულების პირობები, რომლის მხარეც თქვენ ხართ თქვენ. ასევე, პროდუქტის/მომსახურების მოსაწოდებლად აუცილებელი ღონისძიებების გასატარებლად (კონტრაქტის შესრულება), მაგალითად, გადახდების განსახორციელებლად.
- შესრულდეს მოქმედი კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული ვალდებულებები.
- დაკმაყოფილდეს ბანკის ან მესამე მხარის კანონიერი ინტერესები. დამუშავება შეიძლება საჭირო გახდეს ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების დასაკმაყოფილებლად, მაგალითად, მომხმარებლის ქცევის, მომხმარებელთა მოლოდინების გასაგებად, ანალიტიკური მოდელების შესაქმნელად, ან იმის გასაგებად, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ან რეაგირებენ პროდუქტებზე, ან ახალი პროდუქტების შემუშავებისთვის, ასევე მათი გაუმჯობესების მიზნით. მონაცემთა ასეთი გაზიარება არის ბანკის ლეგიტიმური ინტერესი მისი ეფექტურობის, მომხმარებელთა მომსახურების გასაუმჯობესებლად, პროდუქციის მიწოდების გასაუმჯობესებლად და ა.შ. საბოლოო ჯამში აღნიშნული არის ეკოსისტემის განვითარების აუცილებელი ნაწილი, სადაც კლიენტები/მომხმარებლები და პოტენციური კლიენტები/მომხმარებლები, მათ შორის თქვენც, მიიღებთ სარგებელს.
- ასევე, სხვა საგამონაკლისო შემთხვევაში, როდესაც დამუშავება საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნ(ებ)ისთვის.
პესონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის: თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მარკეტინგული მიზნებისთვისაც ვიყენებთ მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული გვჭირდება იმისათვის, რომ მოგაწოდოთ თქვენზე მორგებული პროდუქტებსა და შეთავაზებებზე ინფორმაცია. ამ მიზნით ვამუშავებთ იმ მონაცემებს, რასაც თავად გვიზიარებთ ან გვრთავთ ნებას მივიღოთ მესამე პირებისგან.
თქვენს მონაცემებს შევისწავლით იმისათვის, რომ გავიგოთ, რა გსურთ ან რა გჭირდებათ, რა იქნებოდა თქვენთვის საინტერესო. ასეთი ფორმით ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის სასურველი.
თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს გაითხოვოთ თქვენი თანხმობა, დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავების შეწყვეტა. აღნიშნული მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს ბანკის საკონტაქტო ინფორმაციის, მათ შორის, ცხელ ხაზზე 032 2 242 242 ან/და ელექტრონული ფოსტის – info@silkbank.ge მეშვეობით ან/და უშუალოდ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას შემოთავაზებული უარის თქმის მექანიზმის მეშვეობით.
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და 5-7 დღეში შევწყვეტთ თქვენი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.
- ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან იმ ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგვაწოდონ.
იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ძირითადი საქმიანობის ფარგლებში ვიყენებთ მესამე მხარეების, სხვა პროვაიდერის მომსახურებას, შესაძლებელია, დაგვჭირდეს მათთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. მომსახურების მომწოდებელ მესამე პირებთან თანამშრომლობის მაგალითებია:
- ვებ-ინსტრუმენტების ან/და აპლიკაციების დიზაინი, მიმდინარე საექსპლუატაციო მომსახურება;
- IT სერვისის პროვაიდერები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ აპლიკაციის ან ინფრასტრუქტურის(მაგ., „cloud”) სერვისები;
- იურიდიული, აუდიტორული და სხვა პროფესიული მომსახურება, რომლებსაც გვაწვდიან იურისტები, ნოტარიუსები, მინდობილი პირები, აუდიტორული კომპანიები და სხვა;
- თაღლითობის და სხვა სახის დანაშაულისა თუ გადაცდომის გამოვლენა, მოკვლევა და პრევენცია, რასაც ახორციელებენ სპეციალიზებული კომპანიები;
- საბანკო/ფინანსური ოპერაციების (შეთანხმებების) განხორციელება (სატრასტო კომპანიების, ინვესტორების და კონსულტანტების დახმარებით).
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, თუ სამომავლოდ შეიცვლება ბანკის სტრუქტურა, მაგალითად:
- იმ შემთხვევაში თუ ბანკი გადაწყვეტს გაყიდოს ან გაასხვისოს საკუთარი აქტივები, ან განახორციელოს შერწყმა ან რეორგანიზაცია კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმით.
- ზემოხსენებული რომელიმე პროცესის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი მონაცემები შესაბამის მხარესთან, იმ პირობით, რომ ხსენებული მხარე წინასწარ სავალდებულოდ იკისრებს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას.
ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება თქვენი მონაცემების მესამე მხარისთვის გაზიარება, ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იყოს მათი დაცულობა.
- მონაცემთა შენახვის ვადები
მონაცემები შეინახება თქვენი მომსხურების მთელი პერიოდის განმავლობაში და იმ ვადით, რაც საჭიროა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად, მათ შორის, თქვენთან საბანკო ანგარიშიდან გამომდინარე ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომაც, თუ ეს საჭიროა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, ასევე, საჭიროების შემთხვევაში პრეტენზიის თუ საკითხის შესწავლისა და განხილვის მიზნით ან/და კონკრეტული თანხმობის შინაარსის შესაბამისად.
- პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის ან თანხმობის გახმობის შედეგები
პერსონალური მონაცემების ჩვენთვის გაზიარება წარმოადგენს როგორც ბანკის ასევე თქვენ ინტერესს. როგორც აღინიშნა, ბანკს თქვენი მონაცემების დამუშავება ესაჭიროება ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად.
მონაცემთა დამუშავების თაობაზე თქვენი თანხმობის მოთხოვნის კონკრეტულ შემთხვევებში, ჩვენ გაგაცნობთ მათი მოწოდება არის სახელშეკრულებო მოთხოვნა, კანონისმიერი ვალდებულების შესრულებისთვის აუცილებელი საჭიროება თუ სხვა მიზნების მისაღწევად საჭირო ზომა.
როდესაც მონაცემთა დამუშავებისთვის მხოლოდ თქვენი თანხმობაა საჭირო, თქვენ შეგიძლიათ არ გააზიაროთ პერსონალური მონაცემები ან გაითხოვოთ თანხმობა, თუმცა, შესაძლოა აღმნიშნულმა გამოიწვიოს თქვენ მიერ კონკრეტული სერვისებით (მაგ. გამარტივებული ონლაინ სერვისებით) სარგებლობის შეფერხება.
- კონფიდენციალობის გარანტიები
ბანკი უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბანკი ზრუნავს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალობაზე, თუმცა იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ ინფორმაციის არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების ბანკისთვის მიწოდების დროს (მათ შორის დისტანციური მიწოდებისას გამოყენებულ პლატფორმებზე).
თქვენ პასუხისმგებელი ხართ იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელსაც გვაწვდით. თქვენი მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაასწოროთ, წაშალოთ უზუსტობა ან შეიტანოთ მასში ცვლილება. ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, შეძლებისდაგვარად სწრაფად შევიტანოთ მოთხოვნილი ცვლილებები იმ დროისთვის მოქმედ ჩვენს მონაცემთა ბაზებში. თუ თქვენ მიერ მოწოდებული რაიმე ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია (ან აღარ შეესაბამება სინამდვილეს, აღარ არის ზუსტი, მოძველდა ან არასრული გახდა), ან/და ბანკს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია, ჩვენ უფლება გვაქვს, შეგიწყვიტოთ მომსახურების მოწოდება.
ბანკი არ ახორციელებს კონტროლს იმ ვებ-გვერდებზე, რომლებიც ძიების შედეგად ან ბმულების სახით, შესაძლოა გამოჩნდეს მის სერვისებში. ამ სხვა ვებ-გვერდებმა შესაძლოა, თავიანთი მზა ჩანაწერები (ე.წ. cookie files) ან სხვა ფაილები განათავსონ მომხმარებლის მოწყობილობაზე, შეაგროვონ მასზე ინფორმაცია ან მოსთხოვონ მომხმარებელს პერსონალური ინფორმაცია, რაზეც ბანკი პასუხს არ აგებს და სრულად იხსნის პასუხისმგებლობას ასეთზე. შესაბამისად, ბანკი არ იძლევა გარანტიას ასეთი ვებ-გვერდების მონაცემთა დაცვის მეთოდებზე და მათზე განთავსებული ინფორმაციის, მონაცემების, ტექსტის, პროგრამის, ხმის, ფოტოების, გრაფიკების, ვიდეოების, გზავნილების ან სხვა მასალის სიზუსტის, სანდოობის ან ხარისხის თაობაზე. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეწვიოთ მიბმულ მესამე პირის ვებ-გვერდს, აღნიშნულზე სრულ რისკს მთლიანად თქვენ იღებთ. ბანკი მოუწოდებს მომხმარებელს, წაიკითხოს/გამოარკვიოს მესამე პირთა მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.
ბანკი ატარებს უსაფრთხოების სათანადო ზომებს და პროცედურებს, რომ დაიცვას მისი კონტროლის ქვეშ არსებული მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, არასწორი გამოყენებისა და გამჟღავნებისგან, არაუფლებამოსილი მოდიფიცირებისა და უკანონო განადგურებისგან ან შემთხვევითი დაკარგვისგან. ბანკი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის რაიმე ზიანზე, რომელიც მას მიადგება მომხმარებლის იმ ელექტრონულ მოწყობილობაზე არაუფლებამოსილი წვდომის შედეგად დაკარგული ან მოპარული მონაცემების გამო, რომლითაც მომხმარებელი იღებს მომსახურებას.
ბანკი უზრუნველყოფს უსაფრთხოების სათანადო ზომებისა და პროცედურების არსებობას, მას გააჩნია სრულყოფილი დოკუმენტირებული ინფორმაციული უსაფრთხოების პროგრამა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც განსაზღვრულია მმართველობითი, ტექნიკური, საოპერაციო და ფიზიკური უსაფრთხოების კონტროლის ღონისძიებები, რომლებიც თანაბარზომიერია შეგროვებული ინფორმაციისა და ჩვენი ბიზნესის თავისებურებისა.
ჩვენ გულისხმიერად ვეკიდებით თქვენ უფლებას კონფიდენციალურობასა და მონაცემების დაცვის თაობაზე და გარდა წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა, თქვენ პერსონალურ ინფორმაციას გავამჟღავნებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს კანონი, ზედამხედველი ან სამართალდამცავი ორგანო, ან/და, თუ საკუთარი უფლებების ან სხვათა უფლებების დასაცავად, ადამიანებისა და ქონებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, თაღლითობის პრევენციის ან რისკების მიტიგაციისთვის ან „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების და საბანკო პროდუქტებით მომსახურების პირობების შესახებ ხელშეკრულების“ ასამოქმედებლად ან გასავრცელებლად ბანკი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილად ჩათვლის, გამჟღავნდეს თქვენი მონაცემები.
- თქვენ სარგებლობთ მონაცემთა დაცვის შემდეგი უფლებებით:
- ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ მოგვმართოთ და მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაცია ან/და მონაცემების ასლები, რომელიც თქვენი სათანადოდ იდენტიფიცირების შემდეგ მოგეწოდებათ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში.
- თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების განახლება, შესწორება, დამატება თუ ის არ არის სწორი ან სრული. ასევე, მათი წაშლა ან/და მათი განადგურება, თუ მათი დამუშავება ხორციელდება არამართლზომიერად. აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისი პროცედურების დაცვით დამუშავების შემდგომ, კანონით გათვალისწინებულ ვადაში გეცნობებათ თქვენი მოთხოვნის შესრულების სტატუსის შესახებ. თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება უარი ვთქვათ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ თქვენი მონაცემების დამუშავებისთვის არსებობს სხვა სამართლებრივი საფუძველი ან მონაცემებს ვამუშავებთ სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით, მონაცემების დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად ან/და მათი დამუშავება ხდება კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესებისთვის არქივირების მიზნით, ან სტატისტიკური მიზნებისთვის და ამ უფლების განხორციელება შეუძლებელეს ხდის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს განსაზღვრული მიზნების მიღწევას.
- შეგიძლიათ მოითხოვოთ ასევე მონაცემთა დაბლოკვა ან/და მათი გადატანა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ თქვენი თანხმობა, სადაც საჭიროა მხოლოდ თქვენი თანხმობა თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასამუშავებლად.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ასეთ თხოვნაზე რეაგირებამდე, ჩვენ გვაქვს უფლება, მოგთხოვოთ თქვენი პირადობის დადასტურება/ვინაობის ვერიფიკაცია.
- თქვენი პრეტენზიის ბანკში დაფიქსირების გარდა, თქვენ ასევე, გაქვთ უფლება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესაბამის სამსახურში (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://personaldata.ge) ან სასამართლოში შეიტანოთ საჩივარი ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების თაობაზე.
- ცვლილებები მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში
ჩვენ უფლება გვაქვს, ნებისმიერ დროს განვაახლოთ პოლიტიკა. მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაში ან პოლიტიკაში არსებითი ცვლილებების შემთხვევაში, ამ ცვლილებების თაობაზე გექნებათ საშუალება გაეცნოთ ინფორმაციას შეცვლილ პირობებზე. თუ სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, ეს პოლიტიკა ვრცელდება ყველა ინფორმაციაზე, რომელიც ბანკს გააჩნია თქვენს შესახებ.
- როგორ დაგვიკაშირდეთ:
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ დაგვიკავშირდეთ ან/და თქვენი უფლებების რეალიზება (მონაცემთა შესწორება, განახლება, დამატება, გადატანა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება და ა.შ.), შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ინტერნეტ ან/და მობაილ ბანკის საშუალებით ან მოგვწეროთ ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტებზე. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ ბანკის ნებისმიერ ფილიალს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: dpo@silkbank.ge
მომხმარებელთა უფლებების დაცვა: info@silkbank.ge
დამატებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: + (995 32) 24 22 42
ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონსულტანტს ციფრული არხების ონალინ ჩატის მეშვეობით.