მენეჯმენტი

ალექსი ხოროშვილი

გენერალური დირექტორი

ალექსის 20 წლიანი გამოცდილება აქვს ფინანსურ და საბანკო სექტორში. მუშაობდა როგორც ქართულ წამყვან ფინანსურ ორგანიზაციებში, ასევე აშშ-ში. 2015-2017 წლებში “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა. ფინანსური სექტორის გარდა ალექსი სხვადასხვა დროს ჩართული იყო საგანმანათლებლო სფეროშიც, მათ შორის იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლისა და ბათუმში ქართულ-ამერიკული სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

დავით ნინიძე

პროდუქტებისა და ინოვაციების დირექტორი

საცალო ბანკინგის აღმასრულებელი 15+ წლიანი გამოცდილებით საცალო საბანკო საქმეში, პროდუქტების განვითარებაში, პროექტების მენეჯმენტსა და ციფრულ გაყიდვებში

გიორგი კალოიანი

რისკების დირექტორი

გიორგის განათლება აქვს მიღებული საქართველოსა და ავსტრიაში. 20 წელზე მეტია ფინანსურ სექტორში მოღვაწეობს, მათ შორის მუშაობდა ლიბერთი ბანკში და ნექსუსში.

ირაკლი ბენდელიანი

ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი

ირაკლი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში 2008 წლიდან მოღვაწეობს და კარიერის მანძილზე საბანკო სექტორის სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა, მათ შორის “BTA ბანკსა” და “სილქ როუდ ბანკში”.

ნათია მერაბიშვილი

ოპერაციების მართვის დირექტორი

ნათია 1992 წლიდან ფინანსურ სექტორში მოღვაწეობს. კერძო კომპანიების გარდა ასევე 14 წელი მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში. ასევე სერთიფიცირებულია “ACCA”-ს (სერთიფიცირებულ და კორპორატიულ ბუღალტერთა ასოციაცია) მიერ. ნათია, გარდა მისი უშუალო სამსახურეობრივი მოვალეობებისა, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა პროექტებში და მეთოდოლოგიური დოკუმენტების შექმნაში, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული ანგარიშსწორების ახალი სისტემის RTGS დანერგვა-განხორციელებაში.

გიორგი ღიბრაძე

იურიდიული დირექტორი

გიორგიმ 1993 წელს დაამთავრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტი სამართალმცოდნის სპეციალობით, ხოლო 2010 წელს მაგისტრის ხარისხის მიიღო. 1997 წლიდან იურისტის პროფესიით მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში. 27 წლიანი კარიერის დიდი ნაწილი კი სწორედ საბანკო სფეროში აქვს გატარებული.

გურამ მგელაძე

კომერციული დირექტორი

პროფესიონალი, დოქტორის ხარისხით ფინანსებში Grenoble Ecole de Management-დან, ამჟამად Silk-ის კომერციული დირექტორის პოზიციას იკავებს. გურამ მგელაძე მართავს 100-ზე მეტ კაციან გუნდს. კარიერის განმავლობაში მას ეკავა წამყვანი პოზიციები ქართულ საბანკო თუ სადაზღვეო სფეროს წარმომადგენელ კომპანიებში, და არამარტო.

იხილეთ ასევე