3D უსაფრთხოების სერვისი

ბარათის 3D უსაფრთხოება წარმოადგენს ინტერნეტით გადახდისას პლასტიკური ბარათის გამოყენების დამატებით უსაფრთხოების სერვისს, რომელიც შემუშავებულია საგადამხდელო სისტემების მიერ და VISA-ს შემთხვევაში ცნობილია „VISA SECURE” სერვისის სახელით.

3D უსაფრთხოების სერვისი არის უფასო და მოქმედებებს ყველა იმ ვებ-გვერდზე, რომლესაც აქვს „VISA SECURE” მხარდაჭერა.

3D უსაფრთხოების სერვისი იცავს ბარათის მფლობელს მესამე პირის მიერ ბარათის არასანქცირებული გამოყენებისგან. ბარათის 3D უსაფრთხოების სერვისის მეშვეობით ინტერნეტ გადახდის დასადასტურებლად აუცილებელია 3D უსაფრთხოების კოდი, რომელიც იგზავნება ბარათის მფლობელის მობილურის ნომერზე სმს-ის სახით. ეს კოდი ვალიდურია მხოლოდ კონკრეტული ტრანზაქციისთვის.

3D უსაფრთხოების სერვისი მოქმედებს ბარათის მოქმედების ვადის ბოლომდე