1. კონკურსის აღწერა
გადაიღე კრეატიული ვიდეო ან ფოტო ვარდისფერ და წითელ ფერებში, ატვირთე ტიკტოკზე ან ინსტაგრამზე ჰეშთეგით #RedandPinkSilk და მიიღე შანსი მოიგო შესანიშნავი პრიზები! 

3 მთავარ გამარჯვებულს შეარჩევს და გამოავლენს Silk ბანკის გუნდი, რამდენიმე დამატებით ფავორიტს კი ჩვენი ინფლუენსერები გამოავლენენ თავისი სურვილით.

Silk ბანკის მიერ შერჩეული გამარჯვებულების პრიზები:

  • 1-ლი ადგილი – iPhone 16
  • მე-2 ადგილი – Marshall Emberton დინამიკები
  • მე-3 ადგილი – Marshall Major V ყურსასმენები

    ინფლუენსერების მიერ შერჩეული გამარჯვებულებისათვის განკუთვნილ საჩუქრებზე გაიგებთ მათსავე ვიდეოებში.

2. მონაწილეობის წესები
მონაწილეობისათვის და საჩუქრის მისაღებად საჭიროა:

  • დაფოლოვებული გქონდეთ Silk ბანკის ოფიციალური გვერდები ორივე პლატფორმაზე: Instagram-სა და TikTok-ზე.
    ჩვენი Instagram გვერდი ( დაკლიკე გადასასვლელად )
    ჩვენი TikTok გვერდი ( დაკლიკე გადასასვლელად )
  • გამოიყენო ჰეშთეგი #RedandPinkSilk
  • საკონკურსო პოსტი და თქვენი პროფილი უნდა იყოს “Public” (ღია, საჯაროდ ხილული)
  • მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი – 18 წლის ან მეტი.
  • ფოტო თუ ვიდეო: კონკურსში მონაწილეობისათვის შეგიძლიათ სურვილისამებრ ატვირთოთ ვიდეო ტიკტოკზე ან ფოტო თუ ვიდეო – ინსტაგრამზე. არ გიწევთ ორივე პლატფორმაზე ატვირთვა. რომელიმე ერთით მონაწილეობა არ ზრდის ან ამცირებს გამარჯვების შანსებს.
  • უნდა ჩანდეს თუ არა ფოტო/ვიდეოში მონაწილე: სურვილისამებრ. არ არის აუცილებელი.
  • ვიდეო/ფოტო უნდა იყოს თქვენი შექმნილი. არ მიიღება სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული იმიჯები/ვიდეომასალა. ხელოვნური ინტელექტის დახმარება შეგიძლიათ, თუმცა ეს უნდა იყოს ვიდეოს მინიმალური ნაწილი და არა სრული ვიდეო. 

რამდენიმე ვიდეო და ფოტო ინსპირაციისთვის, რომლის მსგავსის განთავსებაც შეგიძლიათ: 

Anuia-ს ვიდეო ( დაკლიკე გადასასვლელად )

Louisa Chalatashvili-ის ფოტო ( დაკლიკე გადასასვლელად )

ნუცა სურგულაძის ვიდეო ( დაკლიკე გადასასვლელად )


დარღვევები:

  • სპამი / ხელის შეშლა სხვა კონკურსანტებისთვის – Silk ბანკი იტოვებს უფლებას კონკურსიდან მოხსნას მონაწილე რომელიც შემჩნეული იქნა სპამურ კომენტარებში, პოსტებსა თუ ნებისმიერ ქმედებაში, რომელიც ცდება სამართლიანი კონკურსის პირობებს. მსგავსი შეიძლება იყოს პლაგიატი, სხვისი ვიდეოს დარეპორტება ან მსგავსისკენ მოწოდება და სხვა ნებისმიერი ქცევა, რომელიც განზრახ ხელს უშლის სხვა მონაწილეებს მონაწილეობაში, ხოლო ბანკს – კონკურსის სამართლიან წარმოებაში.
  • კონკურსში არ შეუძლიათ მონაწილეობა Silk ბანკის თანამშრომლებს ან მათ უშუალო ახლობლებს.

3. ვადები

კონკურსის დაწყების და დასრულების თარიღი:
დასაწყისი: 5 აგვისტო
გამარჯვებულები გამოვლნდება: 25-29 აგვისტოს კვირაში
ვიდეოს/ფოტოს განსათავსებლად გაქვთ დაახლოებით 3 კვირა.

4. გამარჯვებულების შერჩევა
3 მთავარ გამარჯვებულს შეარჩევს და გამოავლენს Silk ბანკის წარმომადგენელთა ჯგუფი სუბიექტური შეფასების საფუძველზე – გაიმარჯვებს საუკეთესო ვიდეოს/ფოტოს ავტორი. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება კრეატიულობა, ვიზუალური მხარე, იდეა, ვარდისფერი და წითელი ფერების მაქსიმალური გამოყენება და თემასთან შესაბამისობა.

5. პირობების შეცვლა და შეწყვეტა
Silk ბანკს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეცვალოს კონკურსის პირობები, და/ან გადადოს კონკურსი შესაბამისი განცხადების საფუძველზე.

6. პასუხისმგებლობა და გამოყენების უფლება
მონაწილე კონკურსში მონაწილეობით თანხმდება, რომ Silk ბანკს უფლება აქვს გამოიყენოს, გააზიაროს ან გამოაქვეყნოს მის მიერ კონკურსის ფარგლებში ატვირთული ფოტო/ვიდეო მასალა კომპანიის ოფიციალურ არხებზე, მარკეტინგული მიზნებისთვის, ავტორის მითითებით.

7. პერსონალური მონაცემები
მონაწილეობით კონკურსში, მონაწილე ადასტურებს, რომ ეთანხმება მის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების გამოყენებას მხოლოდ კონკურსთან დაკავშირებული კომუნიკაციისთვის. 

8. საჩუქრის მიღება
საჩუქრის მისაღებად მონაწილესთან დაკავშირება მოხდება იმავე არხზე, სადაც განათავსა ვიდეო. ასევე, მონაწილეს შეუძლია დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე: 032 224 22 42 ან მეილზე: info@silkbank.ge

საჩუქრის მისაღებად შესაძლოა დაგჭირდეთ პირადობის მოწმობის წარმოდგენა, სრულწლოვანების დასადასტურებლად.


კითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ მეილზე: info@silkbank.ge